სამუ
შაო შეხვედრის რეფლექსია
ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ინგა გითოლენდია
ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ინგა გითოლენდია
2019 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით დავესწარი 3 სამუშაო შეხვედრას
„სასწავლო რესურსების შექმნა learninapps.org საშუალებით და მისი გამოყენება სასწავლო
პროცესში“ .
პირველ შეხვედრაზე გავეცანი ინტერფეისს learningapps.org.
ტრენინგის ფასილიტატორმა დაწვრილებით იასუბრა ამ ინტერფეისის შესახებ და
წარმოგვიდგინა პრეზენტაცია.
შეხვედრის
ორგანიზატორმა გაგვაცნო, რომ LearningApps.org - არის Web 2.0 მცირე, ინტერაქტიული მოდულებით სწავლისა და სწავლების მხარდასაჭერი პლატფორმა. მოდულები პასუხობენ სწავლების შინაარსს.
შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული
რესურსის დამოუკიდებლად შექმნა და მისი რედაქტირება.
იქმნება ყველასათვის ხელმისაწვდომი მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო დანართები.
შექმნილი დანართები აკმაყოფილებენ სწავლების კონკრეტულ საჭიროებებს და არ არიან შეზღუდული ინტერაქტიული თვალსაზრისით.
შექმნილი დანართები ცალკე დასრულებულ კურსს არ წარმოადგენენ, ისინი შესაბამისი სცენარით ჩართული არიან სწავლების პროცესში.
მეორე სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით
learninapps.org
რესურსების ტიპებს, ფასილიტატორმა
გვაჩვენა თუ როგორ უნდა შეგვექმნა სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსი.
მეორე შეხვედრაზე მოხდა ჩვენი ექაუნთების
შექმნა ამ ინტერფეისზე, რათა მესამე შეხვედრისთვის ვყოფილიყავით მზად შეგვექმნა
ჩვენი პროდუქტი.
მესამე შეხვედრაზე კოლეგებს წარვუდგინე ჩემ
მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსი და მისი რეფლექსია და ინსტრუქცია.
ვფიქრობ ასეთი ტპიის ელექტრონული რესურსები გამომაგდება როგორც საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას, ისე საშინაო დავალებად.
ვფიქრობ ასეთი ტპიის ელექტრონული რესურსები გამომაგდება როგორც საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას, ისე საშინაო დავალებად.
No comments:
Post a Comment